ფეხბურთი

რატომ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი უსმან დემბელემ

Published

on

2025 წელი საფეხბურთო სამყაროსთვის მრავალმხრივ გამორჩეულია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიურპრიზი და სასიხარულო ისტორია უსმან დემბელეს უკავშირდება. წლების განმავლობაში ტრავმებით შეწუხებული ფრანგი ვინგერი, რომელიც ზოგჯერ უკვე “დაკარგულ ტალანტადაც” მიიჩნეოდა, წლევანდელ სეზონში მიაღწია ახალ სიმაღლეს და მსოფლიო კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ იგი უნიკალური ფეხბურთელია

უსმან დემბელეს წლევანდელი მიღწევები მხოლოდ ინდივიდუალური სტატისტიკით არ შემოიფარგლება — მან პარი სენ-ჟერმენთან ერთად მოახერხა ის, რაც ფრანგულ კლუბს აქამდე არასდროს შეძლებია: მოიგო ტრებელი — ლიგა 1, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა ერთ სეზონში!

დემბელე სეზონს ასრულებს ფენომენალური სტატისტიკით, ამ დროისთვის მას აქვს 33 გოლი და 15 ასისტი.

დემბელეს როლი ამ ისტორიულ წარმატებაში გადამწყვეტი იყო მთელ ევროპულ ტურნირზე დემბელე იყო ყველაზე ეფექტური მოთამაშე: 8 გოლი, 6 ასისტი და მუდმივი საფრთხე მეტოქეებისთვის.

ამ გამარჯვებით დემბელემ საბოლოოდ დაამტკიცა, რომ დიდი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია გუნდი ევროპის მწვერვალზე აიყვანოს

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ტრენდული

Exit mobile version