სპორტი

ტენ ჰაგი ლევერკუზენში ალონსოს ნაცვლად

Published

on

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ცნობილი ნიდერლანდელი სპეციალისტი ერიკ ტენ ჰაგი „ბაიერ ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს ჩაიბარებს. იგი ამ თანამდებობაზე „რეალში“ გადაბარგებულ ხაბი ალონსოს ჩაანაცვლებს.
ტენ ჰაგი გერმანულ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამ ეტაპზე გარიგების ფინანსური პირობები არ სახელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ტენ ჰაგის დაბრუნება „აიაქსს“ სურდა, განსაკუთრებით ფრანჩესკო ფარიოლის წასვლის შემდეგ, თუმცა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ბუნდესლიგაში მუშაობა ამჯობინა.
შეგახსენებთ, რომ ერიკ ტენ ჰაგი ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედს“ წვრთნიდა, საიდანაც გასული სეზონის შუაში გაუშვეს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ტრენდული

Exit mobile version